რეზონანსი
25.05.2024

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო. აღნიშნულ აქციას მსვლელობით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი მსვლელობით შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ვაკის პარკთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ჯერ თსუ-სთან, ხოლო შემდეგ პარლამენტთან გადაინაცვლეს.

ამ დროისთვის, უცნობია რა გეგმები აქვთ აქციის მონაწილეებს.

რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის პარალელურად 26 მაისის ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×