რეზონანსი
25.05.2024

ყალბი ნომრებით ხალხის ტერორის საქმე პროკურატურაშიი მიდის! -  ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო გუშინ განცხადება გაავრცელა. გარდა ამისა, უწყება ამტკიცებს, რომ ვერ დაადგინეს ვინ არიან მაგინებელი ადამიანები, ან საიდან ხდებოდა რეკვა. დარგის სპეციალისტები კი ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებებს წესით, ნომრის დადგენა არ უნდა გასჭირვებოდათ.

ეს არის ე.წ. სპუფინგი, როდესაც ადამიანი ახორციელებს ზარს ისეთი ინფრასტრუქტურის გავლით, რომელიც უზრუნველყოფს მაიდენტიფიცირებელი ნომრის ცვლილებას. ძალიან ცუდი მეთოდია და საგამოძიებო ორგანოებს არ უნდა უჭირდეს ამის გამოვლენა", - ამბობს დარგის სპეციალისტი. 

საქმე პროკურატურაში წავიდა, თუმცა სამოქალქო აქტივიტებს გამოძიების იმედი არ აქვთ, რადგან ყველამ კარგად იცის რომ მორალური ტეორის უკან ხელისუფლება დგას. 

ვიცით, ხომ ვინც გვირეკავს, ვინ დგას ამ ზარების უკან, აქედან გამომდინარე, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამას გამოიძიებენ", - ამბობს აქტივისტი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ რომ ნომრები, რომლითაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ურეკავდნენ  და აგინებენ არ არის კონკრეტულ პირებზე რეგისტრირებული და არააქტიურია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×