რეზონანსი
25.05.2024

სანქცირებული "ოცნება" და შტატების უპრეცედენტო გადწყვწყვეტილება - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოოლ გეგელიას თქმით, ხელისუფლების რუსი ჩინოვნიკების და მათი რუსული პოლიტიკის გამო, შეიძლება, საქართველომ დაკარგოს ის, რაც ერთმა წლების განმავლობაში დიდი ბრძოლით მოიპოვა.

დღეს, რამდენიმე რუსი არარაობის გამო, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, მთელს ქვეყანას შეიძლება დაუწესდეს ისეთი ტიპის ზომები, რომელსაც ჩვენ, როგორც ერი და სახელმწიფო, სულაც არ ვიმსახურებთ კარგ შემთხვევაში, მაგრამ, რაც იქნება გაღვიძების ზარი, განგაშის ზარი ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს არის ვიზალიბერალიზაციის გაჩერება, ეს არის სხვადასხვა ეკონომიკური სიკეთეების დაკარგვა და ისეთი რაღაცები, რაც ჩვენ, როგორც ერმა წლების განმავლობაში გამოვიმუშავეთ და ახლა შეიძლება, რომ რამდენიმე რუსი თვითმარქვია არარაობის გამო, ეს ყველაფერი დავკარგოთ", - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

სახელმწიფო დეპარტამენტმა ივანიშვილის რეჟიმისთვის სავიზო სანქციების დაწესები გადაწყევეტილება მიიღო. შეზღუდვები გავრცელდება არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც. ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებამ "ოცნებას" ნამდვილი შავი პარასკევი გაუთენა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×