რეზონანსი
25.05.2024

სოციალურ ქსელში პროდიუსერი ლაშა ბასლანძე, საქართველოს პარლამენტის წევრის რატი იონათამიშვილის გაშარჟებულ ფოტოს ეხმაურება, რაც ბლოგერმა დათო აბზიანიძემ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

აღნიშნული შარჟის პრეისტორია კი ასეთია: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის „ფეისბუქ-გვერდზე“, კანის 77-ე კინო ფესტივალიდან ქართული დელეგაციის ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის ბაჩო ოდიშარიას ცოლს მარიამ მეტრეველს, ფეხზე გახდილი ჰქონდა. ამ ქმედების გამო იგი სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდა. საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული კადრი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც ჩანან, „დაბლარვის“ გარეშე სხვადასხვა გვერდზე გამოიყენა და კრიტიკის საგნად აქცია.

„ამას რომ შემოსცხებ მერე მოძალადე ხარო დაგიწყებენ. ზოგი კლავიატურით ჩხუბობს და ზოგს მუშტებში აქვს ეგ კლავიატურა… ძალადობა ფსიქოლოგიურიც და ფიზიკურიც ერთმანეთს უტოლდება 21-ე საუკუნეში“, - წერს ლაშა ბასლანძე.

ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: 

„როგორი ამაზრზენია უკვე ეს ყველაფერი!“

„ეს ვინც გააკეთა, არის ბოროტმოქმედი“

„რა ბინძურები არიან“ - წერენ კომენტარებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×