რეზონანსი
24.05.2024

ხალხი, რომელიც უკანონო ბრძანებას გასცემს და ასრულებს, პასუხს აგებს, ამიტომ ვიდრე ძალიან გვიან არ არის, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გადმოდით საქართველოს სამსახურში, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე „თავისუფლების მარშზე" განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნა, „ხელისუფლებები წარმავალია, ხოლო ქვეყანა მუდმივია!"

„დღეს აქ, პირველ რიგში, მოვედით იმიტომ, რომ სოლიდარობა დავაფიქსიროთ იმ თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც რუსული უკანონობის მსხვერპლი გახდნენ. ამ უსამართლობას უკვეთავს რუსი ოლიგარქი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საუბედუროდ, ახორციელებენ. სამართალდამცველებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ხალხის მხარეს გადმოვიდნენ. ამ ხალხს საქართველოს მსახურებისთვის აქვს ფიცი დადებული. ხალხი, რომელიც უკანონო ბრძანებას გასცემს და ასრულებს, პასუხს აგებს, ამიტომ სანამ ძალიან გვიან არ არის, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გადმოდით საქართველოს სამსახურში! ხელისუფლებები წარმავალია, ხოლო ქვეყანა მუდმივია!", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×