რეზონანსი
24.05.2024

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის შესაძლო სანქციების დაწესების გამო დღეს ოპოზიციას „ბედნიერი" დღე გაუთენდა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ხელისუფლებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდებენ.

„დღეს ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, სადაც მათი მოღალატეობრივი ბუნება ნათლად გამოჩნდა. ისინი მოუწოდებენ „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, გაემიჯნონ ხელისუფლებას, რის სანაცვლოდაც მათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შუამდგომლობას სთავაზობენ. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" რასაც თვითონ იკადრებდა, იმას სთავაზობს ქართველ ხალხს. მე კი მინდა ვუთხრა მათ, არავინ ივაჭრებს ქვეყნის მშვიდობითა და დამოუკიდებლობით. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. საქართველო განიმტკიცებს თავის სუვერენიტეტს და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპის ნაწილი", - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×