რეზონანსი
24.05.2024

ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე ამით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერის მიერ ერთ-ერთი უცხოელი პოლიტიკური ლიდერისგან განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ვარჰეის მიზანი მუქარა არ ყოფილა, მსგავსი ტიპის განცხადება მაინც მუქარად აღიქმება.

„ევროკომისარ ვარჰეისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი, ვარჰეის მხრიდან შესაძლოა მუქარისთვის არ იყო გამიზნული, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც მუქარად აღიქმება, როდესაც ვიღაც პრემიერ-მინისტრს ეუბნება, თუკი ის მოიქცევა ისე, რისთვისაც ფიცომ 5 ტყვია მიიღო, რა თქმა უნდა, ეს არის მუქარა.

ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული, მათ შორის პრემიერ-მინისტრის", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×