რეზონანსი
24.05.2024

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება კონგრესმენ ბილ კიტინგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება "სავიზო შეზღუდვების და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ ქართველი ხალხის მიმართ ერთგულების ნიშანია".

ანჯაფარიძის შეფასებით, ეს განცხადება ცინიზმია, თუმცა, "ზოგი ჭირი მარგებელია" და ამ მოკლე დროში, მისივე განცხადებით, ქართული საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებდა და გადააფასებდა.

"მეტი ცინიზმი რა შეიძლება წარმოიდგინო? თუ ეს ამერიკული პოლიტიკური ცინიზმია, მაშინ მესმის, მაგრამ მიღება რთულია. ისე, ზოგი ჭირი მარგებელია. ამ მოკლე დროში, ბევრი რამ გაიგო და, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ გადააფასა ჩვენმა საზოგადოებამ", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×