რეზონანსი
16.05.2024

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა: 

„თუ კიდევ ჰგონია ვინმეს, რომ ეს არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული აქცია, ახლა მაინც უნდა მიხვდეს, რომ მარაზმში გადადის ეს ყველაფერი და ეს პასუხისმგებლობისგან არავის ათავისუფლებს სინამდვილეში. 

რა მორალის ხალხია კეზერაშვილი და ჩიქოვანი ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და მათ მიერ დაფინანსებულ აქციებზე რომ დადიან და მერე კიდევ რომ ერთმანეთს აბულინგებენ, უფრო დესტრუქციული რატომ არ ხართო, ესეც ხომ ძალიან სამარცხვინოა, მაგრამ ეს არის ამ ადამიანების სახე. ამათ სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლიათ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×