რეზონანსი
16.05.2024

სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის და გარემოს დაცვის მინისტრის, ტომას ტარაბას განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"გადარჩება, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ციტირებს ტარაბას რამდენიმე მედიასაშუალება.

გუშინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. ეჭვიტანილი დაკავებულია. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, მატუს შუტაი-ეშტოკმა გუშინ განაცხადა, რომ თავდასხმა პოლიტიკური მიზეზების გამო მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×