რეზონანსი
15.05.2024

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს თუ უნდათ, რომ ამომრჩეველს რაიმე პოზიტიური დაანახონ, რომ ბარიერს მიღმა არ დარჩნენ, რამდენიმე კვირა უნდა გამოიყენონ და პარლამენტში იარონ.

ზარქუა აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს ბოიკოტით ხელფასი უნარჩუნდებათ.

„ეს უსამშობლოები საპარლამენტო არჩევნებზე გვეუბნებოდნენ, რომ გაყალბდაო და ამის ერთი პროცენტიც ვერ წარმოადგინეს. პარლამენტში დაახლოებით ერთი წელი არ დადიოდნენ, რაიმე დაშავდა, ბიუჯეტი ვერ მივიღეთ, ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს მაღალი თუ პენსიები ვერ გავზარდეთ? ეს უსამშობლოები რომ დადიოდნენ, რას აკეთებდნენ? თუ უნდათ, ამომრჩეველს რაიმე პოზიტიური დაანახონ, რომ ბარიერს მიღმა არ დარჩნენ, მაშინ რამდენიმე კვირა უნდა გამოიყენონ და იარონ. ბოიკოტი კი არა, დატოვონ პარლამენტი - ბოიკოტი რად უნდათ, ხელფასი რომ შეინარჩუნონ? ვის ატყუებენ, ამომრჩეველს? ბოიკოტით ხელფასი უნარჩუნდებათ და აბა, რომელი აარჩიეს, ბოიკოტი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ლელომ" საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა „სტრატეგია აღმაშენებელიც". პარტია „საქართველოსთვის" კი საპარლამენტო ბოიკოტს არ უერთდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×