რეზონანსი
14.05.2024

მასობრივი პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად "უცხოური აგენტების კანონის" მიღება საქართველოს დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობებს დააზიანებს. ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე ავრცელებს.

"მასობრივი პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად "უცხოური აგენტების კანონის" მიღება ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, საფრთხის ქვეშ აყენებს მისი ევროპული ინტეგრაციის გზას და ურთიერთობებს დააზიანებს დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი გაწვეულ უნდა იქნას", - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×