რეზონანსი
14.05.2024

უკრაინული რადის ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებას ეხმაურება. შესაბამის განცხადებას ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს და საქართველოში მოვლენების განვითარების საკუთარ პროგნოზსაც ასაჯაროებს.

„ჩემი პროგნოზი საქართველოსთვის: რა იქნება შემდეგ? „უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს ამ კანონპროექტს. ამას მმართველი პარტია „ქართული ოცნება", რომელიც ფაქტობრივად „კრემლი" გახლავთ, დაძლევს და უკვე ამ შემოდგომაზე ექნებათ არჩევნები, მაგრამ ეს არჩევნები მხოლოდ ფორმალობაა და ამიტომაც არის შესაძლებელი რევოლუცია იქ უკვე შემოდგომაზე და ან ექნებათ რევოლუცია, ან გახდებიან ბელორუსი 2", - წერს გონჩარენკო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×