რეზონანსი
14.05.2024

პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა, რასაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა. ისმოდა შეძახილები: „რუსებო“, „რუსეთის მონებო“, ასევე საყვირის ხმა.

ამ ეტაპზე, პოლიცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს არის განლაგებული.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×