რეზონანსი
10.05.2024

„გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე წერს, რომ მას­ზე თავ­დას­ხმა სცა­დეს, რა დრო­საც ჰა­ერ­ში ის­რო­ლა ია­რა­ღი. მისი თქმით, შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, როცა „გირ­ჩი ტვ"-დან გა­მო­დი­ო­და.

`„მე­ო­რედ ჩა­მი­საფ­რდნენ დღეს, ამ­ჯე­რად დღი­სით „გირ­ჩი ტვ"-დან გა­მო­ვე­დი, მან­ქა­ნა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წინ მყავ­და და­პარ­კინ­გე­ბუ­ლი, ამ ფო­ტო­ზე რომ მან­ქა­ნაა, მა­გას რო­გორც კი ჩა­ვუ­ა­რე, გად­მოხ­ტა პირ­ბა­დი­ა­ნი კუნთმა­გა­რი ვირ­თხა და გა­მო­ე­ქა­ნა ჩემ­კენ, ასე­ვე გა­ი­ღო მან­ქა­ნის მე­ო­რე კა­რიც და მე­ო­რე ვირ­თხაც აპი­რებ­და გად­მოს­ვლას.

ჰა­ერ­ში ვის­რო­ლე და და­ვე­მუქ­რე, პირ­ვე­ლი ვირ­თხა ისე სწრა­ფად გა­იქ­ცა, ვერ და­ვი­ნა­ხე სად შეძ­ვრა. ეს მერ­სე­დე­სი ად­გილ­ზე და­ბუქ­სავ­და და სწრა­ფად და­ეშ­ვა მი­წის­ქვე­შა გვი­რაბ­ში, ბევ­რი მოწ­მე იყო გარ­შე­მო, და­ა­დას­ტუ­რე­ბენ რა­საც ვწერ თუ სა­ჭი­რო გახ­და" - წერს ჯა­ფა­რი­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×