რეზონანსი
03.05.2024

ბიძინაზე რუსეთუმეობის დაბრალება რას მახსენებს იცით? 1991 წელს, პუტჩისტების ნარატივი რომ იყო, ზვიადი რუსეთის კაცია და შევარდნაძის ჩამოყვანა უნდაო და მერე თვითონ რომ ჩამოაქანეს, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

გამსახურდია აღნიშნავს, რომ დღეს იგივე ხალხს, მთელ „ნაციონალურ მოძრაობას" „დსთ-ში საქართველოს შეთრევაზე აქვს ხელი მოწერილი".

„მერე დსთ-შიც შეათრიეს საქართველო და უფრო მეტიც, საოკუპაციო ჯარიც მოსთხოვეს რუსებს, ადმირალ ბალტინის თაოსნობით სამეგრელოს ასაოხრებლად. მერე შემოუძღვნენ და ა.შ. იგივე ხალხია დღეს, მთელ ნაცელიტას დსთ-ში საქართველოს შეთრევაზე აქვთ ხელი მოწერილი და თვითონ და მათი მამები, ავტომატს გვესროდნენ რუსთაველზე რუსებთან ერთად", - წერს გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×