რეზონანსი
03.05.2024

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანაში მამაკაცი გარდაიცვალა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.

მოქალაქეებმა, მამაკაცის დახმარების მიზნით, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ სასწრაფო მალევე გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ეკიპაჟს კაცი გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×