რეზონანსი
30.04.2024

ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

ამ დროისთვის დახმარება 20-მდე მოქალაქეს გაეწია.

მათ პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ. ადგილზე სასწრფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მუშაობს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების მიმართულებით ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენჯერმე გამოიყენეს.

ამასთან, სპეცრაზმელებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდას ამ დრომდე ცდილობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×