რეზონანსი
30.04.2024

`

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 21-23 ივნისს, ZEG - ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე, სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები, თბილისში, სამი დღის განმავლობაში, ერთი მისიის ირგვლივ გაერთიანდებიან: გაგვიზიარონ შთამაგონებელი და უნიკალური ამბები.

ZEG-ის სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ მნიშვნელოვანი ამბები ჩვენამდე მოიტანონ. შესაბამისად, ZEG-ზე ინსპირაციას ნებისმიერი საქმიანობისთვის იპოვით.

წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, დღეს 30 აპრილს, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით.

1 მაისიდან, თიბისი კონცეპტის Visa ბარათებზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი Visa ბარათებზე 10%-იანი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება Tkt.ge-ზე.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: თიბისი კონცეპტი, Radio Free Europe/Radio Liberty, IFPIM, Visa, IREX, ROOMS, Honore, Windfor`s, Jujuna Wine.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×