რეზონანსი
14.04.2024

ბერლინში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, აქ მცხოვრები უსამშობლოები აპროტესტებენ, როგორ გაბედა და პრემიერმა სამშობლო დაიცვაო. უსამშობლო ლაქიები ყვირიან, როგორ შებედა და უთხრა ევროპელ კოლეგას, საქართველოში კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების და ხალხის პრეროგატივააო, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

„უსამშობლოთა კასტა ბოლო ხმით მოთქვამს - ეს რა გააკეთა პრემიერმა, როგორი ადეკვატური პასუხები გასცა მასპინძელს და რატომ არ წაიყარა თავზე ნაცარიო! უსამშობლო, ღირსება დაცლილი, უცხოურ გრანტებს მიშტერებული ვითომდაც პოლიტსუბიექტობას წაპოტინებულნი წუხან, რატომ და როგორ ახერხებს ბოლო ორი საქართველოზე შეყვარებული თხემით ტერფამდე პატრიოტი პრემიერი, საქართველოს სახელმწიფოს ღირსების ასეთ აღმატებულად დაცვას საერთაშორისო არენაზეო! გეტყვით, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს თქვენ გაიგოთ - სამშობლოს სიყვარულით და ღირსებით!

რომელთაგან თქვენ სამწუხაროდ არცერთი არ გაგაჩნიათ! და ვერც ვერასოდეს შეიძენთ! ვინაიდან ეს ერთ-ერთი უმთავრესთაგანია, რომელიც ქართული გულიდან უნდა გამოდიოდეს, რომელსაც ზენა აძლევს მხოლოდ კაცს და არა პატრონების მიერ ქვეყნის ღალატის საფასურად გამოგზავნილი გრანტები!", - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×