რეზონანსი
14.04.2024

არა რუსულ კანონს და წინ ევროპისკენ! - ასე ვეტყვით ექიმები ჩვენ ამ ხელისუფლებას, - ამის შესახებ ექიმმა, პროფესორმა ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მომავალი არის ევროპული ჯანდაცვის სისტემა.

„ექიმები, ადამიანები ყოველთვის სწორ პოზიციაზე დგანან და დგანან იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი, სადაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს გვერდში დგომა. არა რუსულ კანონს - ასე ვეტყვით ექიმები ჩვენ ამ ხელისუფლებას. ჩვენი მომავალი არის ევროპული ჯანდაცვის სისტემა და ძალიან მალე გვექნება. არა რუსულ კანონს და წინ ევროპისკენ!", - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×