რეზონანსი
13.04.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ირაკლი კობახიძის გერმანიაში წარმატებულ ვიზიტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, პრემიერთან შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ ყველა განზომილებას. საუბრის დროს დაიგეგმა კონკრეტული თანამშრომლობა გერმანიასა და საქართველოს შორის.

„პრემიერის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იყო წარმატებული. გერმანია იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ძლიერი და გამორჩეული მხარდამჭერი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის. ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს და ეს კიდევ ერთხელ, კანცლერის მხრიდან ხაზგასმული იყო. დიახ, საქართველო წარმატებულად უნდა აგრძელებდეს ევროინტეგრაციას და ჩვენ ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×