რეზონანსი
12.04.2024

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებული ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს, თუმცა ამბობს, რომ ეს სალომე ზურაბიშვილისთვის “პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება”. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა მეორე ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში და ამ ჯგუფშია სალომე ზურაბიშვილიც.

„არც შეწყალებას გამოვრიცხავ. ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება ამას ჰქონდეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი მორალური მუხრუჭია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტრენდი არსებობს და მის შემქმნელებს შორის მოიაზრება სალომე ზურაბიშვილიც. ეს უკვე ფაქტია და ტრენდია, რომ ასეთი ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ცეცხლი წაუკიდოს და მეორე ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში. ამ პოლიტიკურ ჯგუფში იმყოფება სალომე ზურაბიშვილი. მისთვის პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება, რომ ამ შეწყალებას ხელი მოაწეროს. ეს შეიძლება გამოდგეს მხოლოდ მუხრუჭად“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×