რეზონანსი
12.04.2024

ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა - ასეთი კომენტარი გააკეთა გასული წლის მარტის აქციების დროს დაკავებული, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ საქალაქო სასამართლოში, სადაც ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

„ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა. მის ნამუსზე იყოს ის, რაც გააკეთა და წინ დახვდეს ყველა ის კეთილი საქმე, რაც გაუკეთებია ჩვენს მოსამართლეს. აქედან მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მერე შევთანხმდებით და მივმართავთ ყველა ინსტანციას!“ - განაცხადა თამთა კალანდაძემ.

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×