რეზონანსი
11.04.2024

წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ალექსანდრე სილაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

ალექსანდრე სილაძე 2010 წლიდან მუშაობდა ,,წმინდა მიქაელის ჰოსპიტალის" რეგისტრატურის სამსახურში. ის ძალიან გულისხმიერი, პროფესიონალი და ერთგული თანამშრომელი იყო. მისი თანამონაწილეობით რეგისტრატურის სამსახურში არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განვითარდა.

ალექსანდრე სილაძე ძალიან დააკლდება "წმინდა მიქაელის ჰოსპიტალის" გუნდს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×