რეზონანსი
10.04.2024

სანქციები საქართველოს არ უნდა დაუწესდეს - სანქცია უნდა დაუწესდეს პერსონალურად "ქართული ოცნების" იმ ლიდერებს, ვინც ამ ანტიქართულ ქმედებაში, შეთქმულებაში მონაწილეობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ შესაძლო სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს ინტერესების ღალატი იმაში მდგომარეობს, რომ როცა საქართველო მივიდა ნანატრ ევროპამდე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიძინა ივანიშვილი ჩადგა.

"სანქციები საქართველოს არ უნდა დაუწესდეს. სანქცია უნდა დაუწესდეს პერსონალურად "ქართული ოცნების" იმ ლიდერებს, ვინც ამ ანტიქართულ ქმედებაში, შეთქმულებაში მონაწილეობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

საქართველოს ინტერესების ღალატი იმაში მდგომარეობს, რომ როცა საქართველო მივიდა ნანატრ ევროპამდე, ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ევროკავშირის წევრია საქართველო, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიძინა ივანიშვილი ჩადგა. უამრავი კითხვა იყო, რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი - ხომ ვნახეთ რატომაც დაბრუნდა? - მას არ უნდოდა საქართველო ევროპაში. მას არ უნდა ძლიერი და განვითარებული საქართველო. მას არ უნდა დასაქმებული მოქალაქეები, მას უნდა ქართველები საქართველოს გარეშე", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×