რეზონანსი
08.04.2024

ყოფილმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა რუსეთთან ომში დამარცხდება, ისტორიის სახელმძღვანელოებში ეს მარცხი წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს დაჰბრალდება. ამის შესახებ The Hill-ი იტყობინება.

„მაიკ ჯონსონი უნდა დაფიქრდეს საკუთარ სინდისზე, იმიტომ რომ თუ უკრაინა ამ ომს წააგებს, ის იქნება ადამიანი, რომელსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ეს მარცხი დაჰბრალდება. წიგნებში არ დაიწერება, რომ მან შეაჩერა დახმარება, თუმცა აუცილებლად იქნება ხაზგასმული, რომ მაიკ ჯონსონს შეეძლო იმის გაკეთება, რაც სიტუაციას შეცვლიდა", - აღნიშნა კინზინგერმა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ აშშ კი არ ეხმარება უკრაინას, არამედ უკრაინა ეხმარება აშშ-ს, როდესაც ებრძვის ვაშინგტონის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტსა და მტერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×