რეზონანსი
08.04.2024

გამარჯვება რაფაჰში შესვლას და იქ ტერორისტების ლიკვიდაციას მოითხოვს ,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ეს გამარჯვება რაფაჰში შესვლას და იქ ტერორისტების ბატალიონების ლიკვიდაციას მოითხოვს, ეს მოხდება - თარიღი არსებობს", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართული მოლაპარაკებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„დღეს კაიროში გამართული მოლაპარაკებების შესახებ დეტალური ანგარიში მივიღე, ჩვენი მიზნების მისაღწევად მუდმივად ვმუშაობთ, უპირველეს ყოვლისა, ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებისა და „ჰამასზე" სრული გამარჯვების მისაღწევად", - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×