რეზონანსი
08.04.2024

რუსების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ავრცელებს.

ივან ფედოროვის ცნობით, ქალაქ ზაპოროჟიეში, რუსების მიერ სამრეწველო ობიექტზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაშავდა 8 ადამიანი.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად 14 შენობა, მათ შორის 7 საცხოვრებელი კორპუსი, სამედიცინო და კულტურული დაწესებულება დაზიანდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×