რეზონანსი
08.04.2024

იმ ქვეყანათა რიცხვს ვემატებით, რომელიც, სინამდვილეში, ამ კანონით ამერიკელებს ებრძვის და იძახის, რომ ბაია პატარაიას ებრძვის ამერიკელებს ამ ქვეყნის წინაშე არაფრით დაუმსახურებიათ, რომ თბილისიდან ვაშინგტონს ვებრძოლოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„სინამდვილეში, ეს კანონი ანტიამერიკულია. საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ, ღიად და თავხედურად ვაყენებთ შეურაცხყოფას ამერიკელებს და ვცდილობთ, რომ საქართველოში მათი ფინანსების მიმოსვლა შევზღუდოთ, რომელიც აქამდე ხელშეუხებელი იყო. მგონი, ქართველმა ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა, ვიყოთ თუ არა ანტიამერიკული ქვეყანა, რადგან ეს კანონი სადაც მიიღეს, ამერიკელებთან საბრძოლველად მიიღეს. თავად ამერიკელებმა 1938 წელს გერმანელებთან, ანუ, ფაშისტებთან საბრძოლველად მიიღეს. ეს კანონი სადაც არ უნდა მიიღო, ვიღაცის წინააღმდეგაა. ამერიკელებმა გერმანელების წინააღმდეგ მიიღეს. შესაბამისად, ჩვენ ახლა ამ კანონით იმ ქვეყანათა რიცხვს ვემატებით, რომელიც, სინამდვილეში, ამ კანონით ამერიკელებს ებრძვის და იძახის, რომ ბაია პატარაიას ებრძვის. ჩემი აზრით, ამერიკელებს ამ ქვეყნის წინაშე არაფრით დაუმსახურებიათ ის, რომ ჩვენ თბილისიდან ვაშინგტონს ვებრძოლოთ. ეს არის შეცდომა ქართველი ხალხის, ჩვენი მომავლის და ჩვენი პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×