
ანალიტიკოსს გია ჯაფარიძის განცხადებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში შეფასებები კეთდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მისი განცხადებაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ არც NGO სექტორს და არც ოპოზიციას არგუმენტები არ აქვთ და კანონის შინაარსში შესვლას თავს სწორედ ამიტომ არიდებენ.
"მორიგი დადასტურება იმისა, რომ არა აქვთ არანაირი არგუმენტი და ერთადერთი რისი მცდელობაც აქვთ არის ის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუონ და შეიყვანონ შეცდომაში - თითქოს ეს არის რუსული ინტერესის გამტარებელი კანონმდებლობა. თუმცა ეს საზოგადოების კეთილდღეობაზე და მისი დაცულობის ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული კანონმდებლობა. ვინც იმ ისტერიაში იმყოფება, რომელსაც ჩვენ რამდენიმე დღეა თვალყურს ვადევნებთ, ზუსტად ეს არის ლუსტრაცია რომ ამ ადამიანებს ძალიან ბევრი აქვთ დასამალი და არ სურთ, რომ ეს ყველაფერი გამჟღავნდეს," - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
გია ჯაფარიძე, "გამჭვირვალობის კანონის" შესახებ აცხადებს, რომ მისი შინაარსი არ უნდა განიხილონ. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ინიციატივის მოწინააღმდეგეებმა მხოლოდ იმაზე უნდა ისაუბრონ, რომ კანონი რუსულია და მისი შინაარსის განხილვაზე უარი თქვან
ცნობისთვის, გია ჯაფარიძე არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" უფროსი მკვლევარი იყო, ასევე, მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია "სტრატეგიული ანალიზის ცენტრში."