რეზონანსი
08.04.2024

ვოლოდიმირ ზელენსკის No142/2024 განკარგულებით ქართველ ე.წ. "კანონიერ ქურდს" გიორგი ხმელიძეს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის შესახებ ხმელიძეს დაკავების იზოლატორში აცნობეს, სადაც ის 25 მარტს, დაპატიმრების შემდეგ გადაიყვანეს.

ამრიგად, ბათილად გამოცხადდა 2009 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გიორგი ხმელიძე უკრაინის მოქალაქედ ითვლებოდა.

"დნეპროს რაიონულმა სასამართლომ კრიმინალურ "ავტორიტეტს", იძულებითი დეპორტაციის უზრუნველსაყოფად, 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა", - წერს უკრაინული მედია.

63 წლის გიორგი ხმელიძეს კრიმინალურ წრეებში "ხმელოს" მეტსახელით იცნობენ. ის წლებია უკრაინაში ცხოვრობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×