რეზონანსი
08.04.2024

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ხელისუფლებას მოუწოდებენ არ მიიღონ რუსული კანონი, რადგან ის საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის დამანგრეველი იქნება.

ამასთან, ისინი ამბობენ, რომ მნიშვნელოვან სერვისებს ვეღარ მიიღებენ და შეფერხდება მათი უფლებრივი მდგომარეობაც.

"რუსეთს უნდა ქართული საზოგადოება განუვითარებელი, დაბეჩავებული და გატეხილი და თუუ შიგნით არსებული სეგმენტებიც დაბეჩავდებიან ცალ-ცალკე, ბევრად გაუმარტივდებათ მათ ჩვენი სახელმწიფოს სატელიტად ქცევა.

შესაბამისად, ჩვენ, შშმ პირთა ნაწილს, არ გვსურს ნამდვილად ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ინვალიდებს დაგვიძახებენ. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ ინვალიდები. არ გვინდა, გავხდეთ ინვალიდები, რადგან გვინდა, ვიყოთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სახელმწიფოსთვის რაღაცები ვაკეთოთ და ამ შესაძლებლობისთვის ჩვენ გვჭირდება ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვაძლევენ. არა რუსულ კანონს და არა პრორუსულ ქმედებებს!", - აცხადებენ შშმ პირები.

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×