რეზონანსი
08.04.2024

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ძმა, გია ჯაფარიძე, „გამჭვირვალობის კანონის" შესახებ აცხადებს, რომ მისი შინაარსი არ უნდა განიხილონ. როგორც „ფორმულას” ეთერში ჯაფარიძემ აღნიშნა, "გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეებმა მხოლოდ იმაზე უნდა ისაუბრონ, რომ კანონი რუსულია და მისი შინაარსის განხილვაზე უარი თქვან.

“განსხვავებული მესიჯებიც შემოგვთავაზეს, განსხვავებული გზავნილები აქვთ, რიტორიკა განსხვავებულია. მათ უნდათ, რომ შევიდეთ განსაკუთრებით შინაარსში, რომ ჩაიკარგოს, რომ ეს რუსული კანონია. არა, ეს არის რუსული კანონი, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ სულ, არ უნდა გავყვეთ, იმათ ველზე არ უნდა გადავიდეთ. რასაკვირველია, რუსული კანონია“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×