რეზონანსი
07.04.2024

გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ ჰგავს არც ერთ კანონს. მთავარი განმასხვავებელი ამ კანონის არის ის, რომ არ ეხება არც ერთ ფიზიკურ პირს და არის ყველაზე მეტად ლიბერალური, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის კვირას" განუცხადა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კანონპროექტით გათვალისწინებული „პირველი დონის გამჭვირვალობის მიღწევაც კი მიუღებელია".

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეძახით, აღვირახსნილ აგიტაციაზე არიან გადასული. ბულიტების სახით ჩამოყალიბებულ, აბსოლუტურ ტყუილებს აწვდიან საზოგადოებას. ეუბნებიან, რომ თუკი მათი საქმიანობის ყოველწლიური დეკლარაცია გასაჯაროვდება, ეს დაანგრევს ქვეყანას, აღარ შეგვიშვებენ ევროკავშირში, რადგან როგორც ამბობენ, ეს გამჭვირვალობა ევროკავშირისთვის მიუღებელია. ასევე ამბობენ, რომ ეს შეეხება ყველას, პენსიონერს ავადმყოფს, შშმ პირს, ფერმერს, სტუდენტს - აი, საერთოდ აპოკალიფს ხატავენ, სწორედ იმის გამო, რომ მათი ფინანსური საქმიანობის ანგარიში გამჭვირვალე არ იყოს. აქ უკვე საზოგადოება ფიქრდება იმაზე, რომ რატომ? რის გამო?", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×