რეზონანსი
07.04.2024

ამერიკული კანონი არის ბევრად უფრო მძიმე [ვიდრე ქართული], თუმცა აბსოლუტურად ერთნაირ პრინციპს გულისხმობს, როგორც ამერიკული, ასევე ქართული კანონი, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „იმედის კვირასთან" გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ რადიკალური პოლიტიკური ძალების უკანონო დაფინანსების გასაჯაროების დრო დადგა.

„დადგა დრო, რომ მიჩქმალული და მიჩუმათებული აღარ იქნება „ენჯეო" სექტორის ძალიან დიდი ნაწილის ფინანსური აქტიურობა. ეს ნიშნავს, რომ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს პირდაპირპროპორციულად მოუწევთ საკუთარი დაფინანსების გასაჯაროება, რომელიც „ენჯეო" სექტორიდან მათ ჯიბეში მოედინებოდა, რაც კანონისა და კონსტიტუციის დარღვევაა საქართველოში", - განაცხადა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×