რეზონანსი
07.04.2024

თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებულ სამ პაციენტს მკურნალობა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში უტარდება.

ექიმ გუგა ქაშიბაძის თქმით, არც ერთი პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.

„59 წლის მამაკაცი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მას დაზიანებული აქვს თავი, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირი, ორივე ზემო კიდური, ამას ემატება სასუნთქი გზებს თერმულ-ინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა, რაც აფეთქებამ გამოიწვია.

30 და 39 წლის 2 მამაკაცი მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში - 12 და 9% დაზიანებით. მათ დამწვარი აქვთ სახე, მტევანი და ზედა კიდურები. მათი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×