რეზონანსი
07.04.2024

ეკონომიკისა მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ეკონომიკურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ უკვე ახალი მხარდაჭერის მექანიზმები დაამტკიცოს, რომელიც ეკონომიკურმა საბჭომ განიხილა.

„ეკონომიკურ საბჭოზე განვიხილეთ ენერგეტიკის წახალისების მექანიზმები, რომელზეც ჩვენ საუბარი კერძო სექტორთან გვქონდა. განახლებადი წყაროებიდან ენერგოპროექტების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებზე, ასევე, ბოლო აუქციონზე. ეს ინფორმაცია ჩვენ გავაცანით ეკონომიკური საბჭოს წევრებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ უკვე ახალი მხარდაჭერის მექანიზმები დაამტკიცოს, რომელიც განიხილა ეკონომიკურმა საბჭომ.

ასევე ჩვენ საუბარი გვქონდა თბილისის ახალ აეროპორტზე, მოვისმინეთ რეალურად, შესწავლის შედეგები, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად ჩაატარა. განხილული იყო რამდენიმე ოფცია ახალი აეროპორტის განვითარების და ასევე, ეკონომიკურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×