რეზონანსი
06.04.2024

რუსეთიდან საწვავის იმპორტიც შეიზღუდა, თუმცა ამის გავლენის ეფექტი მინიმალურ იყო ქართულ ბაზარზე, - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკასთან" განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიებმა მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლეს ფასების დივერსიფიცირება.

„ბოლო წელიწადნახევარი რუსული საწვავი გამოირჩეოდა ბევრად უფრო დაბალი ფასებით თვითღირებულებაში, ვიდრე ეს ევროპული საწვავი იყო. ამის გამო მაგალითად შარშან 80-%-მდეც კი იყო საქართველოს ბაზარზე რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის წილი. თუმცა მას შემდეგ, რაც ვითარება შეიცვალა და ფასები გათანაბრდა, ქართული ბაზარი ბევრად უფრო დივერსიფიცირებული გახდა. საწვავი შემოდის ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან და ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთიდან საწვავის იმპორტიც შეიზღუდა, თუმცა ამის გავლენის ეფექტი მინიმალურ იყო ქართულ ბაზარზე. კომპანიებმა მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლეს ფასების და ბაზრების დივერსიფიცირება. ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ მთლიანად 100%-ით დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ საწვავზე, მსოფლიო ფასზე, ადგილობრივი ვალუტის კურსზე და ეს გავლენის ფაქტორები არის ის, რაც საბოლოო ჯამში საქართველოში საწვავის ფასის ფორმირებას იწვევს", - განაცხადა ლექვინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×