რეზონანსი
06.04.2024

მობილიზაციის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„პარლამენტთან ვსაუბრობთ, რათა უახლოეს დღეებში შესაბამის კანონს უყარონ კენჭი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და სრულიად არ არის პასუხისმგებლობიანი ის, რასაც ისინი აკეთებენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ "დეპუტატები აპლოდისმენტებს არ უნდა ელოდონ თავისი პოპულიზმისთვის".

„რუსებმა შეძლეს ამ კანონით წამოეყენებინათ საკითხი, რომ ჩვენთან ხალხი მზად არის შემდგომშიც დაიცვას სახელმწიფო. და დღეს დასავლეთი გვეკითხება: თუ მობილიზაცია არ გინდათ, პარლამენტის კენჭისყრა არ უნდა, მაშინ რად გინდათ დახმარება?" - განაცხადა ზელენსკიმ

უკრაინის პრეზიდენტი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ უკრაინელები პატივს აღარ სცემენ სამხედროებს.

„მივიჩნევ, რომ უკრაინელები პატივს სცემენ ადამიანებს სამხედრო ფორმაში, პატივს სცემენ სამხედროებს. მაგრამ ნამდვილად ძალიან რთულია ქუჩაში დადიოდე, ხოლო რეალურად "ტიკ-ტოკში" ცხოვრობდე", - განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×