რეზონანსი
06.04.2024

თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 48 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ავრცელებს.

ალი იერლიკაიას ცნობით, დაკავებულები იანვარში, სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირებთან არიან დაკავშირებული. შეგახსენებთ, იანვარში, სტამბოლის სანტა მარიას კათოლიკურ ეკლესიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლის გახსნა, რის შედეგადაც თურქეთის ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×