რეზონანსი
06.04.2024

ჩვენი ხელისუფლება მთავარ ამოცანას მიჰყვება, რაც არის სტაბილურობის შენარჩუნება, რომ ვერავინ გამოიყენოს დონორის ფული ქვეყანაში არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ანტიდასავლური განცხადებაა ის, რომ ამერიკული და ევროპული დაფინანსება შეიძლება არ იყოს გამჭვირვალე.

„ანტიდასავლური განცხადებაა პირდაპირ იმის თქმა, რომ ამერიკული და ევროპული დაფინანსება შეიძლება არ იყოს გამჭვირვალე, არ მოხმარდეს იმ მიმართულებას, რომელიც არის განცხადებული და შეიძლება იყოს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენი ხელისუფლება მთავარ ამოცანას მიჰყვება, რაც არის სტაბილურობის შენარჩუნება, რომ ვერავინ გამოიყენოს დონორის ფული იმისათვის, რომ ქვეყანაში არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესები განავითაროს", - აღნიშნა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×