რეზონანსი
06.04.2024

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ტაკის ბალტაკოსმა ეროვნული გუნდისა და მთავარი მწვრთნელის, გუსტავო პოიეტის მომავალზე ისაუბრა.

მისი თქმით, საბერძნეთს საქართველოს ნაკრებთან უფრო აგრესიულად უნდა ეთამაშა.

„მივიჩნევ თუ არა პოიეტის ნაკრებში მუშაობას წარმატებულად? პირველ ეტაპზე, ერთა ლიგაში წარმატებულად იმუშავა და გუნდმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა.

საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან საკვალიფიკაციო ეტაპზე კი გუნდი, ასევე, კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ პლეი-ოფის ფინალში საქართველოსთან თამაშის შესახებ აზრები განსხვავებულია. არ მსურს წმინდა საფეხბურთო საკითხებზე საუბარი, მაგრამ ვიცი აზრი, რომელსაც საბერძნეთის ფედერაციის აღმასკომის წევრების უმრავლესობა იზიარებს. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ საქართველოს ნაკრებთან უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა.

გვინდოდა მოსულიყო და ამ თემებზე პირდაპირ გველაპარაკა. შარშან შემოდგომაზე მას ასისტენტებთანაც პრობლემა შეექმნა, რაც ძალიან უსიამოვნო იყო. არც ის იყო მოსაწონი, რომ ამ პრობლემებზე საჯაროდ მედიასთან ისაუბრა.

ეროვნული გუნდის მწვრთნელის საკითხი ზაფხულისთვის უნდა გადაწყდეს, რადგან 7 ივნისს გერმანიასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, გუნდი კი ხელმძღვანელის გარეშე ვერ ითამაშებს. ვფიქრობ, რომ პოიეტს დარჩენა სურს. ამიტომ გადაწყვეტილება აპრილის ბოლომდე, აღდგომამდე უნდა მივიღოთ", - აცხადებს საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×