რეზონანსი
05.04.2024

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს ანტიაზერბაიჯანულმა განცხადებებმა და სომხეთის შეიარაღებულ ფორპოსტად გადაქცევის მცდელობებმა სამომავლოდ ძალიან დიდი უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.

„ეს კიდევ ერთ საფრთხის წყაროს ქმნის სამხრეთ კავკასიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის მაღალჩინოსნები მათი ინიციატივით გამართულ სატელეფონო საუბრებში ცდილობდნენ დარწმუნებას, რომ ეს შეხვედრა [სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში აშშ-ის, ევროკავშირისა და სომხეთის წარმომადგენლებს შორის] აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. თუმცა ვიცით, რომ ეს მიმართულია აზერბაიჯანისა და სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის წინააღმდეგ. ეს მიზნად ისახავს გამყოფი ხაზების შექმნას და ჩვენი ქვეყნის იზოლირებას", - დასძინა ილჰამ ალიევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×