რეზონანსი
05.04.2024

დიდი დიღმის დასახლებაში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, N6-დან N22-ის ჩათვლით მონაკვეთზე დაზიანებული სანიაღვრე ქსელის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ახალი ქსელი 520 გრძივ მეტრზე ეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

„პროექტი, რომელსაც თბილისის მერიის დავალებით ვახორციელებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სამუშაოების ფარგლებში, 500-600 მმ-იანი სანიაღვრე მილები და წვიმმიმღები ჭების დამაერთებელი 300 მმ-იანი ქსელი ეწყობა; იცვლება 24 საკონტროლო ჭა, ასევე, დამონტაჟდება 24 ერთეული ცხაური“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

 დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, თბილისის მერიას დაგეგმილი აქვს სკვერის მოწყობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×