რეზონანსი
05.04.2024

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და მრავალ სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რასაც შედეგად მოყვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება.

აღინიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

ინფორმაციას „ქართული ოცნება" ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×