|

„ხალხის ძალის" გენერალური მდივანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მიერ წარმოებულ კამპანიას ეხმიანება. დეპუტატი აცხადებს, რომ ისინი შეგნებულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს კანონპროექტთან დაკავშირებით, სინამდვილეში კი კანონი მხოლოდ ორგანიზაციებს შეეხება და არავითარ შემთხვევაში არ შეეხება ფიზიკურ პირებს, მათ შორის შშმ პირებს.
„ამ კანონპროექტთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ძალიან ბევრი მცდელობა იქნება, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი აკრძალვა და შეზღუდვა ამ კანონში არ არის. მდიდარ „ენჯეოებს" ეშინიათ, რომ მათ მოუწევთ შავი ფულის დეკლარირება, რომელსაც მოიხმარენ არა კარგი საქმისთვის, არამედ ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა დამკვეთის ინტერესების გასატარებლად. ეს არავითარ შემხებლობაში არ არის საზოგადოების კონკრეტულ წარმომადგენლებთან, მით უმეტეს შშმ პირებს არ ეხებათ და ვერც შეეხება. საუბარია, რომ შავი ფულის დეკლარირებასა და მიზნობრიობის განსაზღვრაზე იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის, მათ შორის შშმ პირებისთვისაც", - განაცხადა ხუნდაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|