რეზონანსი
05.04.2024

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში

„მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - აღნიშნულია განცხადებაში.

სულეიმანჯების თემის ლიდერს, რომელსაც დაბა ადიგენში, საკუთარ სახლში სამლოცველო თვითნებურად აქვს მოწყობილი, სახელმწიფო 2 ვარიანტს სთავაზობს, თუმცა მერაბ მიქელაძე უარს ამბობს სახელმწიფოს შეთავაზებაზე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მზადაა მერაბ მიქელაძეს ალტერნატიული ადგილი სამლოცველოსთვის სოფელ იჯარეთში გამოუყოს, ან მისი სახლი გამოისყიდოს.

სააგენტო საკითხზე მუსლიმთა სამმართველოსთან ერთად მუშაობს, თუმცა მიქელაძე მათ არ ექვემდებარება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×