რეზონანსი
05.04.2024

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 აპრილს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, ხოლო 7-8 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

„თბილისში გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. მოსალოდნელი. 6 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 აპრილს დილიდან გამოიდარებს და 9 აპრილამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 აპრილს დილიდან გამოიდარებს და 9 აპრილამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 6 აპრილს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 7-8 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 6 აპრილს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 7-8 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ღამის საათებში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი იქნება", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×