რეზონანსი
05.04.2024

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების და ემიტენტის რეიტინგები Ba2-დონეზე დაადასტურა, ხოლო  პროგნოზი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურ”-ზე შეცვალა.

რეიტინგების სტაბილური პროგნოზი ასახავს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მოლოდინს, რომ ბანკის მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები, ასევე, ძლიერი კაპიტალისა და ლიკვიდობის პოზიციები მომავალშიც შენარჩუნდება. 

აღსანიშნავია, რომ Moody’s-მა თიბისი ბანკის საბაზისო საკრედიტო შეფასება (Baseline Credit Assessment (BCA)) და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (Adjusted Baseline Credit Assessment) Ba3-დან Ba2- ნიშნულამდე გაზარდა. 

ასევე, გადაიხედა და გაუმჯობესდა ბანკის გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის რეიტინგი (Long-term Counterparty Risk Rating (CRR)) და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (Long-term Counterparty Risk Assessment) Ba2(cr)-დან Ba1(cr)-მდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×